სიხარული სიყვარულისტვის
ნამდვილი სიყვარული

ნამდვილი სიყვარული

დედას და მამას ერთმანეთი სამი წელი უყვარდათ. ჩემზე ბევრად პატარები იყვნენ, როცა ცხოვრების გზაზე ერთმანეთს შეხვდნენ. ხშირად მიკითხავს მათთვის, როგორ გაიცანით ერთმანეთი-თქო და რამდენჯერაც არ უნდა ვკითხო, იმდენჯერვე სიხარულით იხსენებს ორივე პირველ შეხვედრას - უნივერსიტეტის ეზოში გადაუკვეთავს მათ გზებს ერთმანეთი. თუ მამა მიყვება ამ ამბავს, ერთი ნახვით შეყვარებას დამაჯერებელს ხდის და მეუბნება, რომ არსებობს. დედა ტიპური ჭირვეული გოგოს როლს თამაშობდა რამდენიმე თვე, მაგრამ საბოლოოდ, როგორც უმეტესწილად ხდება ხოლმე, სუსტ სქესს ძლიერმა სძლია და მამამ თავისი გაიტანა.

ეს ის წლებია, მონაყოლიდან რომ ვიცით ყველამ, დაქცეული და შავ-ბნელი 90 იანები.სამაგიეროდ არც ისე ყალბი და ბლეფი გრძნობები, როგორიც ახლანდელობას ჩვევია. ურთიერთობის სამ წელს რა თქმა უნდა არ ჩაუვლია პრობლემების გარეშე, ხან ჩხუბობდნენ და ხან რიგდებოდნენ, დედას ყვარებია ეს მომენტი ძალიან. ხანდახან ისეთ დღეებს იხსენებენ, რომ მიკვირს იმ დროში როგორ ახერხებდნენ ამდენ რამეს, მიუხედავად ეპოქალური გაჭირვებისა, როგორ ერთობოდნენ და უძლებდნენ გარშემო მომხდარს, რა თქმა უნდა სხვა რა , სიყვარული აძლებინებდათ ისევ ..
 

ერთფეროვნება არც ერთს იზიდავდა და არც მეორეს, ამიტომ მიკვირს სამი წელი როგორ იყვნენ ერთად და მეოთხე წლის ზაფხულის პირველივე თვეს, გადაუწყვეტავთ , რომ მთავარი გარდატეხა შეეტანათ ცხოვრებაში.. არ გაპარულან , არც მოტაცება ყოფილა, მაგრამ არც ოფიციალური ხელის თხოვნა და მსგავი რამ იყო .
მალე ოცდამეორე წელი გავა მათი თანაცხოვრების, თუმცა ყოველ დილით მგონია, რომ ახლადშექმნილი ოჯახი აქვთ და მე ვერ აღვიქვავ თავს მათ შვილად, ცოტა მეუხერხულება. მსიამოვნებს როცა ვხედავ, რომ ამ გრძნობას წლებმა ვერაფერი დააკლო, მხოლოდ გააძლიერა და მეტი პასუხისმგებლობა შემატა . ამიტომ მჯერა სიყვარულის სიძლიერის, და ყოველთვის, როცა სახლში ჭიქა ღვინით ამ გრძნობის სადღეგრძელოს სვამენ, მამა ამბობს ხოლმე: „ჭეშმარიტი სიყვარული თუ იწყება, ის არც არასდროს მთავრდება ხოლმეო“ .
 

მეც ვთვლი, რომ არ მთავრდება. არ მთავრდება, როცა გიყვარს, იცავ და იბრძვი , როცა წმინდაა და ღირებული, როცა მატერიალიზმს მოკლებულია და სამაგიეროდ ნდობით და პატივისცემითაა სულ მთლად გაჟღენთილი . ის გაგრძელებას ყოველთვის იპოვნის ჩვენში - შვილებში და არ აქვს მნიშვნელობა როგორ , გენდერული თანასწორობის აღდგენით თუ პირიქით, დისბალანსით .ალბათ მეტყობა მათი გავლენა , და მეც მთელი გულით ვისურვებდი, რომ იგივენაირად, ღირსეულად შემაძლებინა იმ დიდი ჯვრის ტარება, რასაც ოჯახი ჰქვია.

ამით იმის თქმა მინდოდა, რომ მთავარია შთამომავლობაში ერთგულების და გაუხუნებლობის კოდის ჩადება, რომ სულ ელავდეს ეს ნაპერწკალი მათში და ისინი მერე ბუნებრივია შთაგონებულს თავისთავად აღასრულებენ, იგივენაირ გაგრძელებას პოვებს მომდევნო თაობებში ეს ყოველივე და ასე უსასრულოდ ..
იმედია მომავალში მეც შევძლებ მიისიის შესრულებას , მერე ალბათ გავა დრო და ჩემს შვილებსაც მოვუყვები, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს !

ავტორი: ჭანტურიძე ნანა
მასალა აღებულია საიტიდან Miyvarxar.Ge
მოგეწონათ გვერდი?
არა
კი